აჭარაში რძლის მკვლელობაში ბრალდებული 63 წლის კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.
დაკავებულ მამაკაცს ბრალად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. აჭარაში, სოფელ სალი ბაურში ცეცხლსასროლი იარაღით მამამთილმა რძალი ორი დღის წინ მოკლა.