ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. პოლიტიკოსებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის მიერ გაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინგეტრაცია მოსახლეობის სრული უმრავლესობის სურვილია.ევროპარლამენტართა ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის განეიტრალება, საქართველოს ხელისუფლებას კი მეტი ძალისხმევა მართებს რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმები.
აქვე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ, ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლონ და მას საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების საშუალება მისცენ