უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.როგორც ცნობილი ხდება, ქართველი მებრძოლები უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპნენ. ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც და განმარტავს, რომ მათი მხრიდან ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება .
რუსეთ-უკრაინის ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.