შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, 13 მილიონი აშშ დოლარია.
მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურაზე ოქტომბრიდან ფართომასშტაბიან თავდასხმებს ახორციელებს, რასაც კიევი და მისი მოკავშირეები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების მიზნით დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებენ.