მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს. რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ეს დღეს გახდება ცნობილი. სხდომაზე 30-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს, მათ შორის იქნებიან ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები.