Nasa-ს ხომალდი „ორიონი“ დედამიწაზე დაბრუნდა - Palitra News

Nasa-ს ხომალდი „ორიონი“ დედამიწაზე დაბრუნდა

2022-12-13 10:01:45+04:00

ამერიკულ უპილოტო კოსმოსური ხომალდის „ორიონის“ კაფსული დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაფსული წყნარ ოკეანეში, კუნძულ გვადალუპესთან დაეშვა.

„ორიონი“, რომლის ბორტზეც 3 მანეკენი იყო მოთავსებული 16 ნოემბერს, პროგრამა „Artemis“-ის ფარგლებში გაუშვეს. 25-დღიანი მისიის მსვლელობისას „ორიონმა“ მთვარეს ორჯერ შემოუფრინა. გაშვების მიზანი იყო როგორც თვითონ ხომალდის შემოწმება, ასევე იმის შემოწმება თუ რა დატვირთვას განიცდიან ადამიანები ასეთი ფრენის დროს.

„ორიონის“ გაშვება მისიის Artemis 1 ნაწილია. 2024 წელს კი მისიის Artemis 2 ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე 4 ასტრონავტი გაფრინდება, 2025 წელს კი Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გავლენ.