დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 30 წლის იუბილეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემით - ,,გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში. მათი გადაწყვეტის მექანიზმები. მშვიდობა და მდგრადი განვითარება". კონფერენციას 40-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. ხოლო ნომინაციაში საუკეთესო გადაცემების მომზადებისათვის პროფკავშირების ინიციატივებსა და საქმიანობის შესახებ, პალიტრანიუსის გადაცემა ,,ბიზნეს პალიტრა" დაჯილდოვდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ასევე დააჯილდოვა"ინტერპრესნიუსის" რედაქტორი თამთა კაკაურიძე ნომინაციაში - "საუკეთესო სტატიების და ნიუსების ავტორი". ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ავსტრალიაში გამართულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, მსოფლიო პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.