ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული კიდევ ერთი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს - Palitra News

ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული კიდევ ერთი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

2022-12-12 20:34:59+04:00

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოკლული რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობისა და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს. დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.