საბერძნეთში კიევის საელჩოს ანონიმური სისხლიანი ამანათი გაუგზავნეს - Palitra News

საბერძნეთში კიევის საელჩოს ანონიმური სისხლიანი ამანათი გაუგზავნეს

2022-12-12 20:30:33+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით კიევის საელჩომ საბერძნეთში ანონიმური სისხლიანი ამანათი მიიღო. მისი თქმით, საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მანამდე მიიღეს.