"ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა" - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის ერთ-ერთი თემაა - Palitra News

"ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა" - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის ერთ-ერთი თემაა

2022-12-12 15:14:48+04:00

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ექსპერტების მითითების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მესამე პრეზიდენტის დამძიმებული მდგომარეობა დროულ მოქმედებას საჭიროებს. მმართველი გუნდი კი სააკაშვილის სასჯელის გადავადების აუცილებლობას ვერ ხედავს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესები სპეკულაციაა.