"ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარეობისა და სამდივნოს არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კობა ნაყოფიას განცხადებით, შიდა არჩევნები ნიკა მელიას ფლანგის მიერ წამოყენებული ბლოქჩეინ სისტემის გამოყენებით გაიმართება, ამას კი საბჭოს თითქმის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. ასევე გადაწყდა რომ კანდიდატებს თავჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურების წამოყენება სამშაბათამდე შეეძლებათ.