პირველ დეკემბერს კონგრესის ბიბლიოთეკაში ანსამბლ „ალილოს“ საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ქართული ანსამბლის კონცერტი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი ხელოვანების როლს ორმხრივი ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული სიმღერა და ხელოვნება მუდამ იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოჩენის მთავარი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს ბევრი სხვა ქვეყნისგან გამოარჩევს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.