ავსტრალიის ჩემპიონატის A ლიგის მეექვსე ტურში ქაღველების ნიუკასლ ჯეტსიმ, სადაც ბექა დარციმელია და ბექა მიქელთაძე გამოდის სტუმრად სენტრალ კოუსტ მერინენსი დაამარცხა.
65-ე წუთისთვის შეხვედრაში ფრე 1:1 იყო, როდესაც დარციმელიას კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მიქელთაძემ ზუსტად ითამაშა და თავისი გუნდისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა. მიქელთაძე ავსტრალიაში უკვე 1 წელია რაც თამაშობს და ამ პერიოდში უკვე მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც, გასულ სეზონში მან A ლიგაში 24 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წელს კი ეს მისთვის მეორე გოლია. რაც შეეხება დარციმელიას, 21 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ავსტრალიაში ოქტომბერში გადაბარგდა, 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.