თონიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სკაფატს უმასპინძლა და 77:84 დამარცდა. შენგელია სათადარიგოთა სკამზე იყო და პარკეტზე 20 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 13 ქულა 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. თორნიკემ 3 დან 2 ორქულიანი 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 იყო და ეს თავისი გუნდის შემადგენელობაში დენიელ ჰეკეტითან ერთად საუკეთესო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სკაფატის განაცხადში იყო 20 წლის ქართველი ფორვარდი რომან ჭინჭარაული, თუმცა მას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შენგელიას ვირტუსს 18 ქულა აქვს და მილანთან ერთად პირველ ადგილზეა. ბოლონიელები შემდეგ შეხვედრას 18 დეკემბერს სტუმრად ბრეშას წინააღმდეგ გამართავენ.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძის რეკო ემილიას ის სერია A-ს მეორე ადგილოსან ემპორიო არმანი მილანოს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 63:81 დამარცხდა. ბექას გუნდმა ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველი შეხვედრა ჩაატარა და ბურჯანაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაქს მენეტი ცუდი შედეგის გამო სერბმა სპეციალისმა დრაგან საკოტამ შეცვალა, რომელიც ბურჯანაძეს კვლავ ენდობა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. რეკო ემილია 2 მოგებითა და 8 წაგებით იტალიის სერია A-ს ბოლოს წინა ადგილზეა, მათი შემდეგი მეტოქე 18 დეკემბერს შინ ვენეცია იქნება.