რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, პირველ რიგში, გაზის ინდუსტრიაში.
მედიის ცნობით, ლიდერებმა მოსაზრებები გაცვალეს თურქეთში რეგიონული გაზის ჰაბის შექმნის შესახებ.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა გულწრფელი სურვილი რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება მალე შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თურქულმა მხარემ.
გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას თურქეთისა და რუსეთის პირველმა პირებმა განიხილეს მარცვლეულის მიწოდების საკითხიც.
ერდოღანის ოფისის განცხადებით, ოფიციალურ ანკარას და მოსკოვს, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გავლით, შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა სხვა საკვები პროდუქტებისა და საქონლის ექსპორტზე.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთ-სირიის საზღვარზე, 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფნის შექმნა მოითხოვა.