უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელშ დაწერა.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ისევე როგორც, უკრაინული ქალაქებისთვის „ასობით გენერატორის“ მოწოდების გამო.
„აღინიშნა თურქეთის მხარდაჭერა “მარცვლეული უკრაინიდან“ ინიციატივის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება”, - დაწერა ზელენსკიმ.