„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.
„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი წარმოადგინეს. ერთი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას და მეორე იყო ბლოკჩეინს. ამ ვითარებაში ბლოკჩეინი ავირჩიეთ, 69 იყო ბლოკჩეინის მომხრე და 1 იყო წინაააღმდეგი. ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა ბლოკჩეინის სისტემა.
რაც შეეხება თარიღს, როგორც პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზე სრული მხარდაჭერა იყო, პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი. პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო წინადადება.
კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 სააათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება, თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატს“, - განაცხადა ნაყოფიამ.