დიმიტრი პესკოვის - დასავლეთთან მივედით სადგურზე, რომელსაც "კონფრონტაცია" ჰქვია - უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში - Palitra News

დიმიტრი პესკოვის - დასავლეთთან მივედით სადგურზე, რომელსაც "კონფრონტაცია" ჰქვია - უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში

2022-12-11 18:17:53+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც "კონფრონტაცია" ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში“, - აღნიშნა პესკოვმა.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, დასავლეთის ქვეყნებს "არ მოსწონთ და ნამდვილად არ სურთ მოსწონდეთ რუსეთი".