რა ფორმით გაიმართება შიდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - პარტია პოლიტიკური საბჭოს სხდომისთვის ემზადება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს გადაწყვეტენ რომელ პლატფორმაზე შეძლებენ მხარდამჭერები ხმის მიცემას. პარტიის წევრების ნაწილი იმედს გამოტქვამს რომ ხმის მიცემის პროცესი უზარვეზო იქნება, თუმცა ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის ფონზე არჩევნების ახლა გამართვა მიზაშეწონილი არაა. დღევანდელ საბჭოზე დაზუსტდება ხმის ფარულობას საკითხიც. ნაციონალური მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ ტექნიკური დეტალების დამტკიცებისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემდეგ, შიდა არჩევნების გამართვა იანვრის პირველ ნახევარში მოესწრება.