მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამჯერად მაინც არ მოხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრება, მაშინ ადვოკატები გასვლითი სხდომის ჩატარებას მოითხოვენ. უფელაბადამცველები კიდევ ერთხელ განმარტავენ რომ კანონმდებლობის მიხედვით სააკაშვილს უფლება აქვს თავისივე სასამართლო პროცესზე დაესწრება მოითხოვოს. გელბახიანის თქმითვე, პირველ სასამართლო პროცესზე ცენტრ ,,ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი დაიკითხება.