აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის - Palitra News

აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის

2022-12-10 19:47:54+04:00

აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე გაიგზავნა, მეორე ნაწილის გაგზავნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 52.2 ტონაა, საერთო ღირებულება კი - 1 მილიონ 422 ათას მანათს შეადგენს . მოცულობა დაახლოებით 1 მილიონ 422 ათას მანეთს შეადგენს, მეორე სატვირთო კოლონის გასვლა უახლოეს დღეებში იგეგმება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აზერბაიჯანმა უკრაინას თითქმის 30 მილიონი მანათის, დაახლოებით 17.5 მილიონი აშშ დოლარის, დახმარება გაუწია.