უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცის განცხადებით ოკუპირებული ელენოვკას ტერიტორიაზე მდებარე კოლონიაში 150 უკრაინელი ტყვე იმყოფება. მისი თქმით, ტყვეებს შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. მისივე თქმით, ტყვეობაში მყოფ უკრაინელებზე შეიძლება მოხდეს ზეწოლა, რათა აიძულონ ისინი უარი თქვან სახლში დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, ივლისში ელენოვკას კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა და დაინგრა შენობა, სადაც „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი ტყვეები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 50 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთს ელენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და დაღუპულთა სიების შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.