გადაუვადდება თუ არა სასჯელი მიხეილ სააკაშვილს- ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ახლა სასამართლო განხილვების მოლოდინშია. სასამართლო პროცესების განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია აცხადებს რომ თუ ციხეში სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მთელი პასუხისმგებლობა ოცნების გუნდზე იქნება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბარი არ სურს მმართველ პარტიას. ამბობენ რომ ყველაფერი ახლა სასამართლოს გადასაწყვეტია.