პოლიტიკურ სპექტრში სახალხო მაცველის არჩევის პროცესს აფასებენ. პროცესის მიმართ არაპოზიტიური მოლოდინების მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევის რესურსს ხედავენ და ამბობენ, რომ ოპოზიციას საკითხთან მიმართებით მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა მმართველ გუნდს მათთვის ლოიალური კანდიდატის არჩევის შესაძლებლობა არ მიეცეს. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ახლა მნიშვნელოვანია ფრაქციები საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ და ოპოზიციამ შეძლოს მმართველი გუნდი დაარწმუნოს, რომ კანდიდატი თანამდებობაზე ყოფნას იმსახურებს.