საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში მოწვეულ სტუმრებთან ერთად საჯარო დისკუსია გამართეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვისთვის მწყობრი მექანიზმის შემუშავებაა, რაც შესაბამის დოკუმენტში უკვე აისახა.