ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოხატა შეშფოთება, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და ნატო-ს შორის ომად გადაიქცეს.
„მოვლენები, შესაძლოა, საშინლად არასწორად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია. ეს არის ასევე ომი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
Associated Press-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ეჭვგარეშეა, არსებობს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა“.