თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება - Palitra News

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

2022-12-10 13:39:32+04:00

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „პალიტრანიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება.

მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.