თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო - Palitra News

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

2022-12-10 12:59:09+04:00

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით წარდგნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. 23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელიც“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს.