2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია. ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მიმდინარე წელს, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.