ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, იბიარდისა და სთრეით ეჯისთს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სთრეით ეჯისთს ით ჰაბის პროგრამის ფარგლებში აიტი ტრენინგების პროექტს ოფიციალურად იწყებს. პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აიტი მიმართულებით მიიღებენ, შემდგომ კი სხვადასხვა კომპანიაში დასაქმდებიან.