საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტია დაგეგმილი, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება ზოგადად არ იგეგმება.