ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს სასამართლოში 21 ტომი საქმის მასალა აქვთ წარდგენილი. როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი განმარტავს, ექს პრეზიდენტის საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს. მომდევნო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს დაინიშნა, სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა უნდა მოხდეს.