ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია, თუმცა აქტიურ ფაზაში მალე შევა. პანდემიის ლოქდაუნების შემდეგ, 2022 წელი პირველია, როცა სასტუმროები სტუმრების მიღებას კოვიდ რეგულაციების გარეშე შეძლებენ. საინტერესოა, რამენად მზად ხვდება სასტუმრო სექტორი ზამთრის სეზონს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, დატვირთულობა საკმაოდ მაღალი იქნება, რადგან ახალი წლის პერიოდისთვის ჯავშნები თითქმის უკვე შევსებულია.წლევანდელ ზამთრის სეზონზე, საქართველო სტუმრებს ელის როგორც ტრადიციული ბაზრებიდან და ახლო სამეზობლოდან, ასევე დიდი რაოდენობით ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
"ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია