რომელია ის ქვეყნები, რომლებმაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიციები განახორციელეს მიმდინარე წლის მე-3 კვრტალში. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა. პირველ ადგილზეა ესპანეთი - თითქმის 166 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 123 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო მესამე პოზიციაზე ირლანდიაა, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა 120 მლნ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საიდანაც საანგარიშო პერიოდში, საქართველოში დიდი მოცულობით ინვესტიციები შემოვიდა, ესენია - აშშ, ნიდერლანდები, რუსეთი, იაპონია, ჩეხეთი, დანია.
დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი 100 მლნ დოლარს გადააჭარბა