უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებში, ბერდიანსკში, ტოკმაკში, მელიტოპოლში, ენერგოდარში, დნეპროუდნში, პოლოგისა და ვასილევკაში მოწინააღმდეგის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს, რის შედეგადაც რუსებმა 240 ადამიანი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.
„ტოკმაკის ტუბერკულოზის დისპანსერის" ბაზაზე განთავსებული ჰოსპიტალი სავსეა რუსული საოკუპაციო ძალების დაჭრილი სამხედროებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას და დონეცკის ოლქის კლეშჩეევკასა და მარინკას ტერიტორიებზე მოიგერიეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევის მცდელობას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.