თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გადავადების პირველი სხდომა გაიმართება. პატიმარი პრეზიდენტის სურვილია დარბაზში თავად გამოცხადდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისცემენ თუ არა ვივა მედის მედიკოსები ამის საშუალებას.
პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.