რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა კერძო სახლს დაარტყეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, არის დაშავებული“, - დაწერა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა „ტელეგრამზე“.
სინეგუბოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ცნობილი გახდა კიდევ 3 დაშავებულის შესახებ.
მისივე განმარტებით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ერთ-ერთი რაკეტა კერძო სახლს დაეცა.