ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, აქციას "ნაციონალური მოძრაობა" აანონსებს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ სასამართლომ ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მმართველ პარტიაში სასმაართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინასწარ პროგნოზებს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ რომ დაგეგმილი აქცია ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.