ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა მამაკაცი, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს. მოჰსენ შეკარი დღეს დილით ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც „რევოლუციურმა სასამართლომ“ „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი წაუყენეს როგორც მეამბოხეს, რომელმაც სექტემბერში თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და გასამხედროებული ძალის წევრი დაჭრა. სასამართლომ მოჰსენ შეკარი დამნაშავედ პირველ ნოემბერს სცნო. მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. მსგავსი ბრალდებით საპატიმროში კიდევ 21 ადამიანია. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.