საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია თავისუფლება არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
კითხვაზე, იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწვეტი რეკომენდაცია, როდესაც საუბარია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე, ელჩმა უპასუხა, რომ 12 რეკომენდაცია განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთი მთლიანი პაკეტი.