თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 768 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 000 000 ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები თანხების ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა პროექტები უნდა განხორციელდეს, იქნება 136 000 000 ლარი.