სერიალის „უკანასკნელი ჩვენგანი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა - Palitra News

სერიალის „უკანასკნელი ჩვენგანი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

2022-12-08 10:42:21+04:00

HBO-მ სერიალის „უკანასკნელი ჩვენგანი“ (The Last of Us) პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. სერიალი ამავე სახელწოდების კომპიუტერულ თამაშზეა დაფუძნებული.

მთავარ როლებს სერიალში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები - პედრო პასკალი და ბელა რემსი ასრულებენ. პროექტის სცენარისტები და აღმასრულებელი პროდიუსერები კრეიგ მეიზინი და ნილ დრაკმანი არიან. თამაშის სიუჟეტი პოსტაპოკალიფსურ მომავალში ვითარდება. კონტრაბანდისტი ჯოელი (პასკალი) დანგრეულ ამერიკაში მოზარდ ელისთან (რემსი) ერთად მოგზაურობს.

სერიალის პრემიერა HBO-ზე 2023 წლის 15 იანვარს შედგება.