რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსულმა არმიამ კურახოვოს დაარტყა, კერძოდ, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურსა და საცხოვრებელ კორპუსს. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა ათია. ბევრია დაჭრილი“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს რუსი სამხედროები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ბაზარს, ავტოსადგურს, ბენზინგასამართ სადგურებსა და საცხოვრებელ სახლებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 დაღუპულის შესახებ.