მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ აქტიურად მსჯელობს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს სერგო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ სასამართლო ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე განმარტებით, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაა საჭირო. პარტია გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი, ერთიანი სამოქმედო გეგმის საჭიროებას ხედავს, რათა სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა დროულად მოხერხდეს.