საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი წინასწარი დასკვნა განიხილა და რეკომენდაციებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნაში არაერთი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. "ქართული ოცნების" წარმომადგენლის განცხადებით, მთელ რიგ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობა კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის დროს მოხდება.