საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება, სადაც დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას.ეროვნული ნაკრები შეჯიბრში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 7 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩემპიონატს ძალოსნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ კოლუმბიაში იწყება ბრძოლა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის.
საქართველოს ნაკრები ბოგოტაში 10 სპორტსმენით არის ჩასული. 7 დეკემბერს გამოვა გოდერძი ბერდელიძე - (61 კგ.); 8 დეკემბერს შოთა მიშველიძე და გურამ გიორბელიძე ; 9 დეკემბერს 23:00 სთ. კახი ასანიძე ; 12 დეკემბერს რევაზ დავითაძე - (89 კგ.) და ირაკლი გობეჯიშვილი - (96 კგ.); 14 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე; 16 დეკემბერს გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე - (109 კგ.); ხოლო 17 დეკემბერს ლეგენდარული ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) შეეცდება მორიგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას.