ხშირად ფიზიკური თერაპია ნელ პროცესთანაა დაკავშირებული, მაგრამ სანაცვლოდ მიღებული სარგებელი ძალიან მნიშვნელოვანია. წლევანდელ საშობაო რეკლამაში Montefiore Einstein სწორედ ამაზე აკეთებს ძირითად აქცენტს — ვხედავთ, როგორ მოქმედებს სათამაშოების მაღაზიის მფლობელის გამოჯანმრთელება მის ცხოვრებაზე და გარშემომყოფებზე.
ორმაგ სიუჟეტში ასახულია უძილო ღამეები და ტკივილი, რასაც მაღაზიის მფლობელი ყოველდღიურად უძლებს. ამავდროულად, ცალკე ნათელ და მხიარულ სივრცეს წარმოადგენს სათამაშო პერსონაჟებით შექმნილი სამყარო, სადაც, როგორც ჩანს, მამაკაცის გარეშე ბევრი პრობლემა იქმნება. ხოლო მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს გამოჯანმრთელება „აიძულა“, მთავარი გმირი თავის მაღაზიაში დაბრუნდა — მან ყველა პრობლემა ერთიანად გადაჭრა.
საბოლოოდ, Alto-ს მიერ შექმნილი რეკლამა გვარწმუნებს, რომ ზრუნვა ყველაფერს ჯადოსნურს ხდის… და ყველაფერი, იქნება ეს მცირე დეტალი თუ რაღაც უფრო მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანია — ამაში გვარწმუნებს სათამაშო პერსონაჟის რეალურ ბიჭუნად გამოჩენაც.