განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით თბილისში, ევროპის განათლების ფონდის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღო.
შეხვედრის მონაწილეები საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით მომზადება/გადამზადების სისტემას განიხილავენ და მის ეფექტიანობას აფასებენ.