ევროკავშირის მისია საქართველოშია - ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან მოისმინეს შეფასებები, თუ როგორ მიმდინარეობს ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ოპოზიცია ამბობს რომ მათ ევროკავშირის მისიისგან მკაფიოდ მიიღეს გზავნილი რომ სტატუსის მისაღებად აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ნაციონალურმა მოძრაობამ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის საკითხიც დააყენა. ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციები ქართულმა ოცნებამაც გააცნო. მმართველმა პარტიამ ევროკავშირის დელეგაციას ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ მიაწოდა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში გატარდა.