რომში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კახი კალაძე რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს ეწვია და ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო. კალაძესთან ერთად, რომის მშენებარე მეტროსადგური მერის მოადგილემ და იტალიაში საქართველოს ელჩმა დაათვალიერეს.